♔♔♔ "მომინდა ფერებზე დამეწერა, იმიტომ, რომ მომენატრა. მიმქრალი შემოდგომის ფერები წელს არ გვეღირსა. უცებ დადგა ზამთარი და მარტო ერთ ფერს ვხედავ, მხოლოდ თეთრს. ცივ და მკაცრ თეთრს. ჩემთვის თეთრი ფერი სიცარიელეა, სიმარტოვეა და სიცივე."
♔♔♔ "ადამიანები აღვიქვამთ ფერებს, ყველაფერს, რასაც ვხედავთ ფერებით აღვიქვამთ. ხოლო, რაც უფეროა და ვერ ვეხებით, მაგრამ ვიცით, რომ ნამდვილად არსებობს, ჩვენი ფანტაზიით ვაფერადებთ."
♔♔♔ "ფერების აღქმა ხდება სინათლის რეცეპტორების საშუალებით. ფერის აღქმა დამოკიდებულია განთებაზე, ნივთებზე, მატერიალზე და ადამიანის დამოკიდებულებაზე ამა თუ იმ ფერისადმი."
♔♔♔ "არსებობს მეცნიერება ფერთა შესახებ, რომელსაც ქრომატორისტიკას „chromatics“ უქოდებენ, ასევე კოლორიმეტრიას „colorimetry“. ის მოიცავს ფერთა აღქმას თვალით და გონებით, ფერთა საწყისს მატერიალებში, ფერთა თეორიას ხელოვნებაში (ფერწერაში)."
♔♔♔ "მაგრამ არ მინდა თავი მოგაწყინოთ მეცნიერული თეზისებით, უბრალოდ მინდა ერთი დღე გაგიფერადოთ." „ვარდისფერი რომანტიკის ფერია.“ „ნარინჯისფერი ყველაზე ბედნიერი ფერია.“
„სურათი ბევრი ფერებით იწვევს სხვადსხვაგვარ ემოციებს.“ „ფერები, როგორც გამოსახულებები იცვლება ადამიანის ემოციების მიხედვით.“
„არსებობს მხოლოდ ხუთი ძირითადი ფერი: ლურჯი, ყვითელი, წითელი, თეთრი და შავი. კომბინაციისას კი ისინი ქმნიან იმდენ ტონს, რამდენიც ჯერ არავის უნახავს.“ „ფერები ბატონობენ ჩემზე. მე ვერ დავიმორჩილებ მათ, ისინი ყოველთვის იბატობენებ ჩემზე, მე ვიცი ეს. ეს არის ამ ბედნიერი საათის მნიშვნელობა. მე და ფერი ერთნი ვართ. მე მხატვარი ვარ.“ - Paul Klee
„შემატეთ ფერები ცხოვრებას.“ „ყველა თბილი მოგონება ფერადია.“
„ფერები ბუნების ღიმილებია.“ „ნორმალურია წარმოაჩინო შენი ყველა ფერი.“
„მე ვიყენებ ფერებს, რათა შევქმნა ისტორიის სიმკვეთრე.“ „მწვანე დედამიწის მთავარი ფერია, სწორედ აქერდან მოდის მისადმი სიყვარული.“
„ფერები უნდა ერწყმოდეს ერთმანეთს, ისე, როგორც ფაზლის ნაწილები.“ „სიკვდილი ძალიან მუქია, მაგრამ ფერები ნათელია. იმისთვის, რომ იყო მხატვარი უნდა იმუშავო ფერთა სხივებთან.“
„შავი და თეთრი ფოტოგრაფიის ფერებია. ჩემთვის ისინი სიმბოლოა ალტერნატივის იმედის და სასოწარკვეთის, რომელიც სამუდამოდ აქვს მისჯილი კაცობრიობას.“
„მხოლოდ წლების განმავლობაში მზადების შემდეგ უნდა შეეხოს ახალგაზრდა მხატვარი ფერებს, ფერი რაიმის აღწერის საშუალება არაა, ის თვითგამოხატვის გზაა.“