| საიტის უკეთესად სანახავად გთხოვთ შეცვალეთ და შემოდით შემდეგი ბრაუზერებით: Mozilla Firefox, Google Chrome, Apple Safari, Netscape Navigator |
[sort]
იყო და არა იყო რა... ასე იწყება ჩვეულებრივ, თითოეული ზღაპარი, რომელიც ავტორის ულევი ფანტაზიის ნაყოფია. დღეს კი ამ ფრაზით დაიწყება ზღაპარი, რომელიც ნამდვილად შეესაბამება რეალობას და XXI საუკუნის ცხოვრებას. ალბათ აჯობებს რომ დავიწყოთ ამ ჩემეული ზღაპრის თხრობა. იყო და არა იყო რა.. იყო ერთი მარტოხელა ქალი, რომელსაც ჰყავდა პატარა გოგონა, სახელად სოფი. ისინი ძალიან გაჭირვებულები იყვნენ, ერთოთახიანი ბინის გარდა არაფერი გააჩნდათ. ქალბატონს ძალიან უჭირდა, მაგრამ შვილისთვის ყოველგვარ რისკზე მიდიოდა. სოფის პატარაობიდან ჰყავდა ველოსიპედი... არასდროს ეცვა დახეული ტანსაცმელი, მოკლედ არაფერი აკლდა ისეთი რაც სხვა ბავშვებს ჰქონდათ. დედა მას ყველანაირად უწყობდა ხელს, რომ სხვებისგან განსხვავებულად არ ეგრძნო თავი. სოფი იზრდებოდა, დედა მას ასწავლიდა, არიგებდა... არიგებდა ყველაფერზე, რადგან უნდოდა, რომ სანამ მოკვდებოდა შვილისთვის ცხოვრება ესწავლებინა... მოახლოვდა დღეც როდესაც სოფის 10 წელი შეუსრულდა, მისი დაბადების დღე ყოველთვის ძალიან უბრალო იყო. ყოველ მის იუბილეს აღნიშნავდა დედასთან ერთად პატარა ტორტის ნაჭრით. დედა მას შეპირდა, რომ მომავალ ზაფხულს წავიდოდნენ მის მშობლიურ სოფელში, რომელიც ულამაზესი იყო. დედა მას ყოველთვის უყვებოდა ამ სოფელზე, იხსენებდა ბავშვობის წლებს და სოფიც აღფრთოვანებული იყო მისი ნაამბობით.   თუ გინდათ გავაგრძელებ სულ რაღაც 2 თუ 3 ნაწილია )) |
|
|
|
|
ინფორმაცია |
| ჯგუფ guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. |
|
|