საიტის უკეთესად სანახავად გთხოვთ შეცვალეთ და შემოდით შემდეგი ბრაუზერებით: Mozilla Firefox, Google Chrome, Apple Safari, Netscape Navigator

თქვენ ხართ: online » ეს საინტერესოა » Marlboro...  |  თქვენი IP:
[sort]
კატეგორია: ეს საინტერესოა ნანახია: (1245) |  კომენტარები: (0) ავტორი: nirv_ana94  |  28-05-2011, 16:33  |  | გაუზიარე მეგობრებს


ზოგადად, ბრენდი “მარლბორო” თამბაქოს წარმოების გიგანტს, “ფილიპ მორისს ეკუთვნის, ისევე როგორც, კენტი, ქემელი, პარლამენტი და სხვა ცნობილი სიგარეტები.

Marlboro...


მარლბოროს სახელწოდება უინსტონ ჩერჩილის ლეგენდარული ნათესავის, გრაფ Marlborough– ს გვართანაა დაკავშირებული.

Marlboro...


(ფილიპ მორისის კიდევ ერთ ბრენდს Winston-ი ჩერჩილის საპატივცემოდ დაერქვა)

ა.შ.შ–ში, მარლბორო პირველად 1924 წელს გამოჩნდა და მას არეკლამებდნენ, როგორც ქალების არომატულ სიგარეტს, რომელსაც წითელი მუნშდტუკი ჰქონდა, რათა დაეფარა პომადის კვალი.

Marlboro...


მარლბორო, საკმაოდ პოპულარული იყო რესპექტაბელურ მანდილოსნებს შორის, მაგრამ მამაკაცები არ ეტანებოდნენ. მაშინ ფილტრიანი სიგარეტის მოწევა ერთგვარ სისუსტედ აღიქმებოდა. მარლბოროს გაყიდვების წილი ამერიკულ ბაზარზე 0,25 % იყო მხოლოდ.

Marlboro...


ამ დროს, მარლბოროს შემქმნელებმა გადაწყვიტეს ამერიკელი მამაკაცებიც აეთვისებინათ და შექმნეს მამაკაცის ეტალონი, რომელიც ველური დასავლეთის, ვაჟკაცობის, თავისუფლების სიმბოლო უნდა გამხდარიყო. ესეთ მაგარ ბიჭებს იღებდნენ იმ დროინდელ ფილმებში, აპიარებდნენ ჰოლივუდში, რამაც განაპირობა მალბოროს წარმატება ბაზარზე.

Marlboro...


რეკლამები მამაკაცებზე მეტად, სწორედ ქალებს მოსწონდათ.

Marlboro...


მარლბოროს მამაკაცები გათავისუფლდნენ ქალაქისაგან, სამსახურისგან, მოსაწყენი ერთფეროვნებისაგან და მათი რეკლამები სპორტულ მანქანებზე, თვითმფრინავებზე განთავსდა.

Marlboro...


რეკლამებში იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ მარლბოროს მამაკაცები ყველაფერს აკონტროლებდნენ, ნამდვილი მაჩოები იყვნენ და ველურ პრერიებში დანავარდობდნენ თავისუფალი წინაპრების მსგავსად.

Marlboro...


1971 წელს, ამერიკაში სიგარეტის ტელევიზიით რეკლამირება აიკრძალა!
და მარლბორომაც ფორმულა 1–ის საჯინიბო იყიდა და სპორტული ღონისძიებების სპონსორი გახდა.
ამ დროს უკვე მარლბოროს რეკლამა აღარჭირდებოდა, ის უკვე იყო აღიარებული ბრენდი. ნანატრი “ამერიკული ოცნების” აუცილებელი ატრიბუტი.

Marlboro...


P.S. ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის!
ბეჭდვა


ინფორმაცია
ჯგუფ guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ჩემი ანგარიში:
რეგისტრაცია
პაროლის გახსენება
რეკლამა:






რეკლამა:
meteo.gov.ge
რეკლამა:

რეკლამა:
ხმის მიცემა:

navige Free Page Rank Tool

2010 © All Rights Reserved
Template by Website Creation