2013 წლის სასიყვრულო ჰოროსკოპი » Gogona.Ge

 
 

საიტის უკეთესად სანახავად გთხოვთ შეცვალეთ და შემოდით შემდეგი ბრაუზერებით: Mozilla Firefox, Google Chrome, Apple Safari, Netscape Navigator

თქვენ ხართ: Gogona.Ge » ეს საინტერესოა » 2013 წლის სასიყვრულო ჰოროსკოპი  |  თქვენი IP:
[sort]
კატეგორია: ეს საინტერესოა ნანახია: (37669) |  კომენტარები: (6) ავტორი: Desinger  |  24-12-2012, 16:48  |  | გაუზიარე მეგობრებს



2013 წელს შავი გველი წინ გადაგიშლით არაჩვეულებრივი რომანტიული თავგადასავლების თვალისმომჭრელ ხალიჩას რათა თქვენი ცხოვრება ყველაზე სათუთი გრძნობებით აავსოს.

წყლის შავი გველი პრაგმატულია. მას არ უყვარს მნიშვნელოვანი ძვრები, რომლებიც დიდი გრძნობებითაა განპირობებული. პირადი ურთიერთობების ფრონტზე იგი გაწონასწორებული და ანგარიშიანია. არ მისცემს მგზნებარე განცდებს თავისუფალ გასაქანს. ეს წელი კარგი შანსია ადამიანებისათვის, რომელთა გულებიც ჯერ კიდევ ცარიელია. შავი წყლის გველის კონტროლის ქვეშ შექმნილი კავშირი იქნება გაცილებით მყარი, ვიდრე რომელიმე სხვა წელიწადს ჩამოყალიბებული ურთიერთობა.

2013 წლის დასაწყისი იქნება ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბების, გულის და ხელის შეთავაზების პერიოდი. თუმცა ამ წლის მკაცრი დიასახლისი - წყლის შავი გველი არ დაუშვებს რომ ზედაპირული, ქარაფშუტული ურთიერთობები მომავალში განვითარდეს. ის უამრავ განსაცდელსა და გამოცდას მოაწყობს ასეთი ადამინებისათვის. თუ მათ მოახერხეს და შეინარჩუნეს ურთიერთობა, შემდეგში მათი ქორწინება იქნება სწორედ ის ნაბიჯი, რომელიც მათ სიცოცხლის ბოლომდე შეხმატკბილებულად აცხოვრებს.


ვერძი
2013 წლის სასიყვრულო ჰოროსკოპი

ამ წელს ვერძი უნდა დაეუფლოს კომპრომისის ხელოვნებას. მისი ეგოიზმი და ქედმაღლობა კვალიფიკაციისა და კარიერის ზრდასთან ერთად მოიმატებს. ეგოიზმისა და პატივმოყვარეობის მოთოკვის გარეშე ის პირად ბედნიერებამდე ვერ მივა. გარშემომყოფთათვის იგი მუდამ სასურველი პიროვნება იქნება როგორც გვერდში მდგომი მეგობრის, ასევე ბიზნეს პარტნიორის სახით. ამ წელს ბედნიერება ვერძებთან მუდამ ერთი ხელის გაწვდენაზე იქნება და მათი გადასაწყვეტია - იყვნენ ბედნიერები თუ არა.

ბედნიერების ძიებაში მყოფმა მარტოხელა ვერძებმა უნდა იცოდნენ, რომ საუკეთესო პერიოდი ამისათვის წლის პირველი თვეებია.

დაოჯახებული ვერძისათვის კი წლის დასაწყისი ოჯახურ უთანხმოებებთან, მეუღლესთან კონფლიქტებთან იქნება დაკავშირებული. თუმცა წლის მეორე ნახევრიდან სიტუაცია გამოსწორებისკენ წავა და წლის ბოლოსთვის კი ურთიერთობები ლამაზად დალაგდება.


კურო
2013 წლის სასიყვრულო ჰოროსკოპი

2013 წელს კურო მომართული იქნება ფართო ურთიერთობებისათვის. მას ელის როგორც ახალი ნაცნობობა, ასევე ძველი მეგობრული ურთიერთობების აღდგენა. ეს კავშირები შეიძლება საბედისწეროც აღმოჩნდეს. მარტოხელა კურო სიამოვნებით დაიწყებს ახალ, სასიყვარულო რომანს რომელიც სავსე იქნება ყურადღებითა და მომხიბვლელი მომენტებით. თავდაპირველად იქნება ტკბობა და აბსოლუტური ჰარმონია ურთიერთობებში, მაგრამ დადგება დრო როცა კურო ბოლოს და ბოლოს გამოავლენს სიჯიუტეს. ამ შემთხვევაში პარტნიორისთვის სულ უფრო და უფრო რთული გახდება მისი გაგება და წავა. მაგრამ თუ მათ ეს ბარიერი გადალახვა მოახერხეს, ეს ნიშანი იქნება საიმისოდ, რომ მათ მთელი ცხოვრება შეეძლებათ შეხმატკბილებულად თანაცხოვრება

დაოჯახებული კუროსთვის კი წყლის შავი გველის წელიწადი იქნება შედარებით პრობლემატური ოჯახში ბავშვებთან ურთიერთობის გაფუჭების თვალსაზრისით. თუმცა პრობლემები იქნება ძალიან ხანმოკლე და კურო თავისი პრინციპულობითა და ბრძენი შავი გველის დახმარებით მოახერხებს, რომ ეს ურთიერთობები ჩვეულ კალაპოტში ჩადგეს და ცხოვრება ნორმალურ რეჟიმში გაგრძელდეს. კუროსთვის ყველაზე არასასურველი ამ წელს ნათესავებთან ბიზნეს-პარტნიორულ ურთიერთობებში შესვლა იქნება და მათ ყველანაირად უნდა აარიდონ თავი ასეთ ურთიერთობებს.


ტყუპები
2013 წლის სასიყვრულო ჰოროსკოპი

წყლის შავი გველს ტყუპებისათვის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ბევრი სასიამოვნო სიურპრიზი აქვს მომზადებული. ტყუპები შეძლებენ ცხოვრების თანამგზავრის პოვნას და ეს მათ ცხოვრებაში ერთ ერთი ძალზე სასიამოვნო და მნიშვნელოვანი მომენტი იქნება.

დაოჯახებული ტყუპებისათვის კი ეს წელიწადი შფოთითა და არეული ურთიერთობებით იქნება გამორჩეული. უამრავი ახალი ნაცნობობა და მოზღვავებული განცდა რომანტიზმისა მათ ფარულ სასიყვარულო ურთიერთობისაკენ უბიძგებს. ეს მდგომარეობა კი მნიშვნელოვნად დაძაბავს მეუღლესთან ურთიერთობას. ამიტომ, საფუძვლიანად მოუწევთ დაფიქრება, რა არის მათთვის უფრო მნიშვნელოვანი - ოჯახი თუ რომანტიული გართობა.

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულთა უმეტესობა მიაგნებს იმას, რასაც დიდხანს ეძებდა. მთელი ამ წლის განმავლობაში ისინი არაერთხელ დარწმუნდებიან იმაში, რომ - ყველაფერი მათ ხელშია.


კირჩხიბი
2013 წლის სასიყვრულო ჰოროსკოპი

2013 წელი კიბოთათვის მრავალფეროვანი წელიწადი იქნება. მარტოხელა კიბოებს ეძლევათ შანსი იპოვონ მეწყვილე. თუმცა წლის დასაწყისში მათში არსებული გაუბედაობა და შფოთვა ბედნიერებამდე მისვლას შეაფერხებს წლის მეორე ნახევრამდე.

ისინი ზაფხულამდე უზარმაზარ სიყვარულს იგრძნობენ, მაგრამ მათი სიყვარული არ იქნება გაზიარებული. რის გამოც ისინი აქტიურად დაიწყებენ საკუთარ თავთან მუშაობას გამოსწორების თვალსაზრისით. ზაფხულში კი მათ სიყვარულის ახალ ტალღა მოაწვებათ და სასიყვარულო სამკუთხედის მთავარ გმირებად გადაიქცევიან.

თუმცა, წლის ბოლოსკენ კიბოები ხვდებიან, რომ ასეთი სამკუთხედი რეალურად არაფერს იძლევა, პირიქით - ფსიქიკაზე დამთრგუნველად მოქმედებს. მათ მხოლოდ მშვიდ, გაწონასწორებულ პარტნიორთან შეხვედრა გააბედნიერებთ, რომელთანაც შეძლებენ მშვიდი, გრძელვადიანი ურთიერთობის წამოწყებას.

დაოჯახებული კირჩხიბისთვის ეს წელი დადებითი იქნება თუ ის შეძლებს საკუთარი თავის ხელში აყვანას. პარტნიორის სიყვარული და პატივისცემა მისი ოჯახური სკანდალებისა და არეულობისაგან დაცვის გარანტიაა. თუ ის შემთხვევით პროვოცირებული უსიამოვნებების განმუხტვას შეძლებს, მისთვის ეს იდეალური წელიწადი იქნება.


ლომი
2013 წლის სასიყვრულო ჰოროსკოპი

2013 წელს ლომების პირად ცხოვრებაში ცვლილებებია მოსალოდნელი. მათ დიდი ბედნიერებაც ელით და იმედგაცრუებაც.

ამ წელს როგორც არასდროს, ისე მოუზღვავდება ლომს საზრუნავი. სამაგიეროდ ამ პერიოდში ის ზუსტად გაერკვევა საკუთარ გრძნობებსა და შესაძლებლობებში. შეეცდება კარდინალურად გადახედოს ურთიერთობას, რომელიც მას სიმშვიდეს უკარგავს. თუ ის სრულფასოვნად ბედნიერი არაა ურთიერთობით, გადაწყვეტილებას მიიღებს - დაასრულოს, თანაც რაც შეიძლება სწრაფად.

ქარიზმისა და მომხიბვლელობის წყალობით ის მუდამ ყურადღების ცენტრშია და შესაბამისად პარტნიორის პოვნაც არ წარმოადგენს მისთვის სირთულეს. მიუხედავად ამისა, ის უხალისოდ ეკიდება რომანტიულ ურთიერთობას რჩეულთან. მისი განწყობა აისახება კარიერასა და სამუშაოზეც. მაგრამ თუ წლის პირველ ნახევარს გაუძლებს და ურთიერთობას შეინარჩუნებს, წლის მეორე ნახევარში უკვე წინსვლის პერიოდი დაუდგება და შენარჩუნებული ურთიერთობა თანდათან გამყარდება.

ურთიერთობაში სირთულეებს გამოიწვევს ლომის მოუთმენლობა. პარტნიორისთვის აუტანელი გახდება მისი გამუდმებული ლტოლვა ლიდერობისათვის ყველა სფეროში და უსამართლო შენიშვნები. ამას ემატება ისიც, რომ ლომი არასოდეს იხდის ბოდიშს წყენინებისათვის.

დაოჯახებული ლომი ყველაზე ბედნიერი იქნება სხვა ზოდიაქოთა შორის. მას იმდენად დასჭირდება მეუღლის სულიერი თანადგომა, რომ მთელი ძალ-ღონით შეეცდება ოჯახური იდილიის შენარჩუნებას. ამის გამო საკუთარი ხასიათის გამოსწორებასაც კი მოინდომებს და შეძლებს კიდეც.

ლომის პარტნიორს მუდამ უნდა ახსოვდეს, რომ ლიდერობა მას ხასიათში აქვს და წინააღმდეგობის ნაცვლად მათი ურთიერთობისათვის მომგებიანი იქნება თანამშრომლობა. ეს სულაც არაა ძნელი, რადგან ლომი ძალიან ჭკვიანი მმართველია და მისი ქვეშევრდომობა მხოლოდ სიამოვნებაა!


ქალწული
2013 წლის სასიყვრულო ჰოროსკოპი

2013 წელი ქალწულებისთვის სულიერ-ემოციურად ამაღლებულ ფონზე დაიწყება და პირველ ადგილზე წამოიწევს პირადი ცხოვრება. ისინი აქტიურად დაიწყებენ სასიყვარულო ურთიერთობების დარეგულირებას.

მარტოხელა ქალწულებს წყლის შავი გველი კარგ შანსს აძლევს იპოვონ მეწყვილე. კომპლექსიანი და კონსერვატიული ქალწული ცივი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. თუმცა 2013 წელს იგი თავს აბსოლუტურად განსხვავებულად იგრძნობს და არათუ უარს იტყვის ფლირტზე, თავადაც იქნება მისი ინიციატორი. მაგრამ ასე დიდხანს არ გაგრძელდება. ის ძალიან მალე ისევ ძველაბურად პედანტი და ,,ცივი" მოგვევლინება.

დაოჯახებული ქალწულები ამ წელს მეტად უხეშები და ცივები გახდებიან თავიანთი ახლობლების მიმართ. მათში ამ სიმკაცრეს განაპირობებს დაუგეგმავად მოზღვავებული სამუშაო, რომელთა სათანადოდ შესრულების საშუალებაც არ ექნებათ. ისინი უცერემონიოები იქნებიან ოჯახის წევრების მიმართ, რამაც მცირედი უსიამოვნებები შეიძება წარმოქმნას ოჯახის წევრებში, თუმცა მნიშვნელოვან გავლენას ოჯახურ ცხოვრებაზე ეს არ იქონიებს.


სასწორი
2013 წლის სასიყვრულო ჰოროსკოპი

2013 წლის დასაწყისიდანვე სასწორი იგრძნობს, რომ ფეხქვეშ მიწა ეცლება და შფოთიანი, გაღიზიანებული და უხეში გახდება. ამ მომენტიდან მის პირად ცხოვრებაში ცვლილებები დაიწყება - უმეტეს შემთხვევაში უარესობისკენ. ის დაიწყებს პარტნიორის უმიზეზოდ დადანაშაულებას იმაში, რომ ეს უკანასკნელი არაა მის მიმართ ყურადღებიანი და არ სურს დახმარება პრობლემების მოგვარებაში. პარტნიორიც, თავის მხრივ, შეურაცხყოფილი დარჩება ამის გამო. წარმოიშობა კონფლიქტები, რომლებიც შეიძლება მათი დაშორებით დასრულდეს. უფრო მეტიც, სასწორი მიისწრაფის ნათესავებთან და გარშემომყოფ ადამიანებთან სერიოზული განხეთქილებისაკენ, რაც ასევე ნეგატიურად იმოქმედებს წყვილის განწყობაზე. მხოლოდ გულახდილი საუბრები და საკუთარი პოზიციების ნათლად განსაზღვრა, აგრეთვე ნებისყოფის მოკრება იქნება ის გამოსავალი, რაც წყვილს რთული განსაცდელის გადალახვაში დაეხმარება.

ოჯახური წყვილს, რომლებმაც ამ განსაცდელს გაუძლეს, მომავალში ურთიერთობის პრობლემა აღარასოდეს ექნებათ და არც განშორების სურვილი გაუჩნდებათ.

მარტოხელა სასწორისთვის წლის პირველი ნახევარი პირად ცხოვრებაში ცვლილებების გარეშე გაივლის. ის იმდენად იქნება დაკავებული სამსახურეობრივი საქმიანობით, რომ მის ყურადღებას ვერავინ მიიპყრობს. რადიკალურად შეიცვლება სურათი საშემოდგომოდ, როცა სასწორი გაიცნობს ადამიანს, რომელშიც მონათესავე სულს დაინახავს. ის მოხარულები იქნება ახალი ურთიერთობით, რომელიც მას ახალ ძალასა და თავდაჯერებულობას შემატებს და ეს იმდენად მნიშვნელოვანი იქნება, რომ გადაწყვეტს წლის ბოლომდე დაქორწინდეს.

სასწორებს რთული 2013 წელი ელოდებათ, თუმცა როგორც იტყვიან - ,,ზოგი ჭირი მარგებელაო". საბოლოოდ განსაცდელისგან გამობრძმედილი, მჭირდო ურთიერთობა დარჩებათ და დიდი გამოცდილება იმისათვის, რომ სწორად და პრობლემების გარეშე იცხოვრონ.


მორიელი
2013 წლის სასიყვრულო ჰოროსკოპი

2013 წელს მორიელი კარიერულ წინსვლასთან ერთად წარმატებით ააწყობს პირად ცხოვრებასაც. მიუხედავად იმისა, რომ ეს წელი მისთვის პოზიტიური წელია, მას გაცხარებული ბრძოლა მოუწევს წარმატების მისაღწევად. მორიელი ხომ ბევრისათვის გამოცანაა. ამის გამო ხშირად მისი თაყვანისმცემლები განზე დგებიან. სინამდვილეში კი ის შინაგანად ყოველთვის ილტვის მჭიდრო, მყარი, ურღვევი ურთიერთობისაკენ.

მისთვის ახალი ურთიერთობები ხან საინტერესო, ხანაც მოსაწყენი თამაში იქნება. ამიტომ ის თავის პარტნიორს გამძლეობაზე დამყარებულ თამაშს შესთავაზებს. თუ პარტნიორი ამას გაუძლებს, ეს იქნება მათი ყველაზე მყარი ურთიერთობა.

დაოჯახებული მორიელისთვის 2013 წელი რთული იქნება. მეუღლეებს შორის საგრძნობი დაძაბულობა შეიქმნება. თუ მისი პარტნიორი ისეთივე ხისტი და ჯიუტი აღმოჩნდება, როგორიც თავად მორიელია, მაშინ მათი ურთიერთობა ომს დაემსგავსება.

აი, შეყვარებული მორიელსა და მის პარტნიორს კი ეს წელი ნამდვილი გამოცდის წინაშე დააყენებს. ისინი ხან გაშმაგებით იქნებიან ერთმანეთზე ჩახუტებულნი, ხანაც გაუცხოვდებიან და ერთმანეთის გაგება გაუჭირდებათ. ასეთი ცვლილებები უფრო გაზაფხულსა და შემოდგომაზე იჩენს თავს. თუ სიყვარულმა სძლია და ისინი ერთად დარჩნენ, მაშინ მათი შემდგომი ურთიერთობა გაცილებით ხავერდოვანი, გრძელვადიანი და ვნებიანი იქნება.


მშვილდოსანი
2013 წლის სასიყვრულო ჰოროსკოპი

2013 წელს მშვილდოსანი წარმატებით აგრძელებს კარიერას და მხოლოდ საქმით იქნება დაკავებული. მიუხედავად ამისა, შავი წყლის გველი მას უხვად დააჯილდოვებს პირად ცხოვრებაშიც. მარტოსული მშვილდოსანი, რომელიც აქამდე ამაოდ ეძებდა მეწყვილეს, ახალ ნაცნობობას გაიჩენს და დაიწყებს ლამაზ რომანს შორეული და ბედნიერი მომავლის პერსპექტივით. მაგრამ აჩქარება პირად ცხოვრებაში არ არგებს, რადგან შეცდომებისაგან დაზღვეული არ იქნება. მას დაფიქრება მართებს - არ უნდა დაუშვას, რომ გრძნობამ გონება დაუხშოს და შეცდომა ჩაადენინოს. თუ ის პარტნიორის არჩევისას შეცდება, საშინელი იმედგაცრუება ელის. თუ წყვილი მალევე დაშორდება, ესე იგი ბედი არ იყო და ამაზე აღარ უნდა ინერვიულოს. და თუ გრძნობა არათუ გაუქრებათ, პირიქით - გაუძლიერდებათ, მშვილდოსანს შეუძლია შემდეგ ნაბიჯი გადადგას - შესთავაზოს რჩუელს გული და ხელი. წლის დასასრულამდე შეიძლება წყვილმა იქორწინოს და ეს ქორწინება ორივესთვის ბედნიერების მომტანი იქნება.

დაქორწინებული მშვილდოსნისთვის ეს წელი პრობლემატური იქნება მეუღლესთან ურთიერთობაში. მისმა გაუთავებელმა შენიშვნებმა, ლიდერობის სურვილმა და კრიტიკულმა დამოკიდებულებამ შეიძლება აუტანელი გახადოს მათი ურთიერთობა. მშვილდოსანმა შეიძლება ვერც კი შენიშნოს ურთიერთობაში გაჩენილი ბზარები, რადგან მუდამ სამსახურეობრივი საფიქრალით იქნება დაკავებული. ამასობაში მის პარტნიორს მოთმინების ფიალა აევსება და შეიძლება განქორწინებაც კი მოითხოვოს. ეს პრობლემა მარტივი გადასაწყვეტი იქნება თუ მშვილდოსანი ეგოისტობას არ გამოიჩენს და თავის რჩეულს სათანადო ყურადღებას დაუთმობს. მათ შეუძლიათ გულახდილად ისაუბრონ თავიანთ პრობლემებზე, ერთმანეთს გაუგონ, კომპრომისზე წავიდნენ და თბილ-მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნონ. ასეთ შემთხვევაში მათი ქორწინება გადარჩება.

თხის რქა
2013 წლის სასიყვრულო ჰოროსკოპი

თხის რქას 2013 წელს არაერთი განსაცდელი ელის და სიმშვიდის შესანარჩუნებლად მათი ღირსეულად გადალახვა მოუწევს. სამსახურეობრივ რუტინაში გადავარდნილმა თხის რქამ პირად ცხოვრებას მეტი დრო უნდა დაუთმოს, რომ ,,ამაყი" მარტოობის ტყვეობაში არ აღმოჩნდეს გატეხილი გულითა და მწარე იმედგაცრუებით. თუ ყურადღებით არ იქნება, ურთერთობა ნელა ნელა გაცივდება, კრიზისი საქმის გარჩევებითა და არცთუ ხმადაბალი კამათით კიდევ უფრო გაღრმავდება, ნეგატიური განწყობა მოიმატებს და შეიძლება საბოლოოდ ურთიერთობის დანგრევამდეც კი მივიდეს. თუ თხის რქისთვის მნიშვნელოვანია ეს ურთიერთობა, ის ამას არ დაუშვებს. საჭირო იქნება მხოლოდ ყურადღება და მზრუნველობა პარტნიორის მიმართ.

დაოჯახებულმა თხის რქამ დიდი ყურადღება უნდა დაუთმოს შვილებს. ვინაიდან კონფლიქტი მშობლებს შორის მათზე ნეგატიურად აისახება. შვილებთან ურთიერთობა მას დადებითი ემოციითა და ენერგიით შეავსებს და კრიზისის გადატანაში დაეხმარება.

შეყვარებული თხის რქებისათვის ძალიან რთული იქნება ურთიერთობის შენარჩუნება. თხის რქა თავისი მოუთმენლობითა და მცდელობით ხელში აიღოს გადაწყვეტილების მიღების სადავეები, იყოს ერთპიროვნული მმართველი სიტუაციისა, გაანაწყენებს მის რჩეულს. ურთიერთგაუგებრობის პიკი მოსალოდნელია ზაფხულზე და სწორედ ამ დროსაა შესაძლებელი მათი დაშორება. თუ თხის რქის სასიყვარულო ურთიერთობამ წლის ბოლომდე გასტანა, ეს იმას ნიშნავს, რომ მათი რომანი დიდხანს და ბედნიერად გაგრძელდება.

მარტოხელა თხის რქას კი წლის მეორე ნახევარში ექნება შანსი იპოვნოს გულის სწორი. ყველა ურთიერთობა და რომანი რომელსაც თხის რქა წლის პირველ ნახევარში წამოიწყებს, იქნება ხანმოკლე და უპერსპექტივო. ნამდვილ მეორე ნახევართან შეხვედრა თხის რქას დაავიწყებს ამბიციას და მთელ ენერგიას მჭიდრო ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად მიმართავს - მას ხომ ასე მობეზრებული აქვს მარტოობა.


მერწყული
2013 წლის სასიყვრულო ჰოროსკოპი


მერწყული ყველაზე მგრძნობიარე და ემოციური ნიშანია. 2013 წელი კი არ იქნება გამონაკლისი და მათთვის სასიყვარულო ვნებათაღელვის გერეშე არ ჩაივლის. შეყვარებულ მერწყულს თავის რჩეულთან ხშირი კამათი ელის, რისი მიზეზიც შეიძლება უბრალოდ წარმოთქმული სიტყვა, მანერა ან სულაც გამოხედვა იყოს. იქნება დაშორება. თუმცა მერწყულს არ შეუძლია გრძნობისა და ვნების გარეშე ცხოვრება. ის ემოციური ქარტეხილების ძიებაშია გამუდმებით. ახალ ნაცნობობას გაიჩენს, მაგრამ ყველაფერი ისევ თავიდან დაიწყება: ვნება, კამათი, დაშორება, შერიგება... ამის გამო მერწყული, რომელიც დიდი ხანია ოჯახის შექმნაზე ოცნებობს, გაწბილებული დარჩება. ჩათვლის, რომ არ შეუძლია პარტნიორის სერიოზულად დაინტერესება. ამის მიზეზი სინამდვილეში სხვაა: ის არ ცდილობს ააგოს უფრო ღრმა და მყარი ურთიერთობა, შემოიფარგლება მსუბუქი ფლირტით, რაც თავისთავად არასაიმედოა.

როდესაც მერწყული თავის ნამდვილ სიყვარულს შეხვდება, ის შეძლებს საკუთარ თავს კომპენსაცია გაუკეთოს მთელი იმ პერიოდისა, რაც მარტოობაში გაატარა. სიყვარული რომელიც მას ამ წელს მოელის, საფუძველი იქნება ხანგრძლივი ბედნიერი ურთიერთობისა.
დაოჯახებულ მერწყულს ერთი შეხედვით უპრობლემოდ ექნება საქმე მეუღლესთან. ისინი თანაბრად იღებენ მონაწილეობას შვილების აღზრდაში, ბინის რემონტსა თუ სხვა საქმიანობაში. საერთო საქმეები მათ აერთიანებთ. თუმცა მგრძნობიარე მერწყულს არასოდეს ყოფნის რომანტიკა. ის სიამოვნებით გააბამს ფლირტს სხვასთან, შეიძლება სერიოზულ რომანსაც კი. ამისი გამოაშკარავება კი სერიოზულ განხეთქილებას გამოიწვევს ცოლ-ქმარს შორის, რაც შეიძლება გაყრით დასრულდეს. ამიტომ მერწყულებმა კარგად უნდა აწონ-დაწონონ რა უდევთ სასწორზე და თუ დანაკარგი მათთვის ძვირფასია, არ უნდა დააყენონ ის საფრთხის წინაშე.

თუ ამ წლის შემოდგომით ისინი განსაცდელს გაუძლებენ და ერთად დარჩებიან, ისინი მეტად დააფასებენ ერთმანეთს. მარტოსული მერწყული ამ პერიოდში შეხვდება თავისი ოცნების პარტნიორს, რომლის მიმართაც ნამდვილ სიყვარულს იგრძნობს. მაგრამ მან არ უნდა იჩქაროს გადაწყვეტილების მიღება. უმჯობესია გრძნობის გამოცდა დროს მიანდოს. ახალ წელს მათ ყველაზე დასამახსოვრებელი დღესასწაული ელით, რომელიც უკარნახებს ღირს თუ არა ურთიერთობის გაგრძელება.

თევზები
2013 წლის სასიყვრულო ჰოროსკოპი

გველის წელიწადი თავიდანვე პრობლემურად მოეჩვენებათ თევზებს. პირველი დღეებიდანვე იგრძნობენ სისუსტეს და გრძნობათა განელებას. პარტნიორთან ურთიერთობისას მოეჩვენებათ, რომ ერთმანეთისადმი ლტოლვა აღარ აქვთ და დაშორებას გადაწყვეტენ. პირველ ადგილზე დააყენებენ სამსახურს და უარს იტყვიან პირად ცხოვრებაზე. მაგრამ საკმარისია ყურადღებით გადახედონ სიტუაციას, რომ მაშინვე იპოვიან შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალს.

წლის დასაწყისში თევზები დაკავებული იქნებიან პროფესიული საქმიანობით და პარტნიორთან ურთიერთობა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს მიიღებს. უყურადღებობა პარტნიორისადმი უკმაყოფილებასა და პრეტენზიებს გააჩენს. გამოსწორების ნაცვლად თევზები უბრალოდ გვერდზე გადგებიან, რაც მათი რჩეულის უკმაყოფილებას კიდევ უფრო გააღრმავებს. ვერც კი გაიაზრებენ ისე დაანგრევენ საკუთარ ბედნიერებას. საკმარისია საკუთარ საქციელს დაუფიქრდნენ, რომ რომ მაშინვე დაინახავენ გაუბედურების მიზეზს - საკუთარ შეცდომებსა და კომპლექსებს.

დაოჯახებულ თევზებს შეექმნებათ პრობლემები ოჯახურ ცხოვრებაში. ისინი საჭიროებენ მშვიდ ოჯახურ იდილიას და იმავდროულად მუდამ ილტვიან თავისუფლებისაკენ. და თუ თევზების პარტნიორიც ასეთივე თავისუფლების მოყვარულია, მაშინ მათ ფაქტობრივად ცალ-ცაკლე ცხოვრება ელით.

მარტოხელა თევზებს წლის ბოლოს ექნებათ შანსი გაიცნონ ადამიანი, რომელსაც ცხოვრებას დაუკავშირებენ.

თევზებს მუდამ უნდა ახსოვდეთ რომ ხშირად მოუწევთ კომპრომისებზე წასვლა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს თავისუფლების შეზღუდვას, პირიქით - პირადი ბედნიერება ამად ღირს!
ბეჭდვა



#1, ავტორი: aravinn (24 დეკემბერი 2012 17:02)

ჯგუფი: member
დარეგისტრირდა: 11.10.2012
E-mail: anadevadze2000@mail.ru
Kuro ! love

#2, ავტორი: gvanca belqania (11 იანვარი 2013 16:41)

ჯგუფი: member
დარეგისტრირდა: 5.01.2013
E-mail: g_belqania@mail.ru
love M O R I E L I I love love

#3, ავტორი: tatushkebi1996 (20 იანვარი 2013 00:37)

ჯგუფი: member
დარეგისტრირდა: 17.01.2013
E-mail: tatabuturishvili@mail.ru
mshvildosani:))))

#4, ავტორი: teo-teo:) (31 მარტი 2013 19:32)

ჯგუფი: member
დარეგისტრირდა: 31.03.2013
E-mail: teona.janiashvili@mail.ru
vaimeeeeeee daemtxvaaa what

#5, ავტორი: lana.lana (17 მაი 2013 21:51)

ჯგუფი: member
დარეგისტრირდა: 4.03.2013
E-mail: lindusi@mail.ru
magradd daemtxvaaa wink winked

#6, ავტორი: ფსიხო (19 ივლისი 2013 09:40)

ჯგუფი: member
დარეგისტრირდა: 18.07.2013
E-mail: bubumedea@gmail.com
ვეთნხმები..მაეთლაც ასე მოხდა...მე თევზი ვარ:დ
ინფორმაცია
ჯგუფ guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ჩემი ანგარიში:
რეგისტრაცია
პაროლის გახსენება
რეკლამა:










რეკლამა:
რეკლამა:

რეკლამა:
ხმის მიცემა:

2010 © All Rights Reserved Template by Website Creation