| საიტის უკეთესად სანახავად გთხოვთ შეცვალეთ და შემოდით შემდეგი ბრაუზერებით: Mozilla Firefox, Google Chrome, Apple Safari, Netscape Navigator |
[sort]
რამე გამაგრილებელ სასმელს დავლევდი – ვუპასუხე. – ძალაინ კარგი – მითხრა და იქვე მდგარი პატარა ბარისკენ გამიძღვა. – მე კოკა–კოლას ავიღებ, შენ რას დალევ? – მეც კოკა–კოლას დავლევ. – იცოდე მე გეპატიჟები – გამომწვევი იერით მითხრა. – არა, რა საჭიროა? – საშუალება არ მივეცი. – არა, მე გეპატიჟები – კვლავ გაიმეორა. – კარგი, როგორც ვხედავ ვერ გადაგაფიქრებინებ – არაფრის თავი აღარ მქონდა და დავთანხმდი. – ორი კოკა–კოლა – ბოლოსდაბოლოს შეუკვეთა. მერე მომაწოდა და ჩვენს შეხვედრას გაუმარჯოსო მითხრა. – გაუმარჯოს – მეც არ ჩამოვრჩი – სადმე ხომ არ გაგვესეირნა? – ჩვეული გამომწვევი იერით მითხრა ახლა უკვე ზედმეტი მოუვიდა და მკაცრად ვუთხარი: – არა. – შევატყვე ჩემი ტონი არ ესიამოვნა, როგორც ჩანს მიჩვეული არ იყო არას. – კი მაგრამ რატომ? – თითქოს გაბრაზებულმა მკითხა. – გოგონების იმ კატეგორიას არ მივეკუთვნები პირველივე შეხვედრის შემდეგ რომ ეკიდებიან ბიჭებს. – თამამად ვუთხარი. – მე კი პირიქით ვფიქრობ. – გაბრაზებულმა ყვირილით მითხრა. საშინლად გავბრაზდი და ლამის სახეში გავარტყი. ამ დროს მის უკან მჯდარმა ბიჭმა უთხრა: – გოგონას როგორ უყვირი? – შევამჩნიე, რომ მართლა ასე ფიქრობდა და არ ტყუოდა. – შენ ვინ გეკითხება? – აშკარად ეტყობოდა გაბრაზება. – ვერ ვიტან, როცა გოგონებს ვინმე ჩაგრავს. ამ დროს ჩემი ძმა მოვიდა და მითხრა: – ხომ ყველაფერი კარგადაა ანი? – კი, კი გიო, ნუ ნერვიულობ. – დამშვიდებულმა ვუპასუხე. – მშობლებმა დარეკეს და სასტუმროში მალე დაბრუნდითო. – და იქაურობა შეათვალიერა. – კარგი, ადი და მალე მეც მოვალ. – კარგი წავედი, არ დაიგვიანო. – არ დავიგვიანებ, მშობლებს უთხარი 10 წუთში მოვა–თქო. – ხო, ვეტყვი. გიო რომ წავიდა და მივბრუნდი ის იდიოტი უკვე წასულიყო. ვინც დამიცვა იმას მადლობა გადავუხადე: |
|
|
|
|
ინფორმაცია |
| ჯგუფ guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. |
|
|