ზეთისხილი » Gogona.Ge

 
 

საიტის უკეთესად სანახავად გთხოვთ შეცვალეთ და შემოდით შემდეგი ბრაუზერებით: Mozilla Firefox, Google Chrome, Apple Safari, Netscape Navigator

თქვენ ხართ: Gogona.Ge » ზეთისხილი  |  თქვენი IP:
[sort]
კატეგორია: --- ნანახია: (1316) |  კომენტარები: (1) ავტორი: sele-girl  |  16-05-2012, 17:54  |  | გაუზიარე მეგობრებს


ზეთისხილი


ზეთისხილი ერთ-ერთი უძველესი კულტურული მცენარეა. მისი ნაყოფი შეიცავს 35%-მდე მაღალხარისხოვან ზეთს. ცხიმი უხვად არის ზეთისხილის ჯერ კიდევ მოუმწიფებელ, მწვანე ნაყოფში, ხოლო მომწიფებასთან ერთად ზეთის შემცველობაც იზრდება. პლინიუს უფროსის მტკიცებით, ზეთისხილის ზეთით დაზელა სიცივეში ათბობს სხეულს, ხოლო სიცხეში აგრილებს. გარდა ამისა, ეს ზეთი აძლიერებს იმუნიტეტს, ზრდის ორგანიზმის გამძლეობას. ესპანეთში ფართოდ არის გავრცელებული კერძი "გასპაჩო", რომელიც ასე მზადდება: პურის ნაჭრებს ასხამენ იმდენ ზეთისხილის ზეთს, რომ კარგად გაიჟღინთოს, მერე კი მარილით, ნივრითა და წიწაკით აზავებენ. ეს კერძი ძლიერ ნოყიერი, გემრიელი და სასარგებლოა. ცოტაოდენიც კი ანაყრებს ადამიანს და, რაც მთავარია, ზრდის მცხუნვარე მზეზე მუშაობის უნარს. ზეთისხილის ზეთი სამხრეთის ქვეყნებში მთლიანად ცვლის ცხოველურ ცხიმს, ხოლო იმ ქვეყნებში, სადაც ზეთისხილი მოჰყავთ (ალჟირი, ტუნისი, იტალია, ესპანეთი, საბერძნეთი), ის მოსახლეობის უმნიშვნელოვანეს საკვებს წარმოადგენს. ხარისხით გამოირჩევა პროვანსული ზეთი, რომელიც თვისებებით ყველა ძვირფას მცენარეულ ზეთს აღემატება. პროვანსული ზეთი მიიღება მწიფე ნაყოფის მსუბუქი ცივი დაწნეხით. ის წმინდა, სრულიად გამჭვირვალე და უფერულია, ზოგჯერ - მოყვითალო-მოოქროსფრო, თითქმის არ აქვს სუნი, მოტკბოა, აქვს საუკეთესო გემო და არომატი, მდიდარია ვიტამინებით, ძლიერ ნოყიერია და, რაც მთავარია, ადვილად მოსანელებელია. მას ფართოდ იყენებენ გულის, კანისა და სახსრების დაავადებათა სამკურნალოდ.

ზეთისხილი

ზეთისხილი

ზეთისხილი


ზეთისხილისგან მხოლოდ ზეთს როდი იღებენ; მისი როგორც მწიფე, ისე დაუმწიფებელი, მწვანე ნაყოფისგან მზადდება მწნილები, მარინადები და კონსერვები. ზეთისხილის ნაყოფი შესანიშნავი საშუალებაა მორყეული კბილების გასამაგრებლად და ნაღველკენჭოვანი დაავადების თავიდან ასაცილებლად. ცნობილია, რომ ზეთისხილის მასობრივი მოხმარების რეგიონებში მოსახლეობა ნაკლებად ავადდება აპენდიციტით. გარდა ცხიმებისა, ნაყოფი მდიდარია ცილებით, უაზოტო ექსტრაქტული ნივთიერებებით. შეიცავს ასევე წყალსა და ნაცარს. ამ კულტურის ფართო გავრცელება სწორედ მისი სამკურნალო თვისებებით აიხსნება. იმას, რომ ზეთისხილი უძველესი მცენარეა, უამრავი მასალა მოწმობს. მაგალითად, საბერძნეთის ერთ-ერთ კუნძულზე გათხრების დროს იპოვეს ზეთისხილის ზეთსახდელი მოწყობილობა, რომელსაც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2-3 ათასი წლის წინათ იყენებდნენ. პალესტინასა და მესოპოტამიაში ნახავთ კიდეც 2-3 ათასი წლის ზეთისხილის ხეებს. ზეთისხილი დღესაც მრავალი სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარების სიმბოლოს წარმოადგენს. დიდი კვებითი და სამკურნალო ღირებულების გამო ყველა ქვეყანა, სადაც კი შესაძლებელია მისი გაშენება, ზრუნავს ამ კულტურის გავრცელებაზე, ხოლო იმ ქვეყნებში, სადაც ეს კულტურა არ ხარობს, ზეთისხილის ნაყოფისა და ზეთის შემოზიდვაზე დიდძალი თანხა იხარჯება.
ბეჭდვა



#1, ავტორი: stars (18 მაი 2012 21:01)

ჯგუფი: member
დარეგისტრირდა: 3.10.2011
E-mail: jashi1999@mail.ru
vaiiime vgijdebiiii aiii dzalian miyvarrs :*


--------------------
O.M.G
ინფორმაცია
ჯგუფ guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ჩემი ანგარიში:
რეგისტრაცია
პაროლის გახსენება
რეკლამა:










რეკლამა:
რეკლამა:

რეკლამა:
ხმის მიცემა:

2010 © All Rights Reserved Template by Website Creation