საიტის უკეთესად სანახავად გთხოვთ შეცვალეთ და შემოდით შემდეგი ბრაუზერებით: Mozilla Firefox, Google Chrome, Apple Safari, Netscape Navigator

თქვენ ხართ: online » უბრალოდ ჩანახატი, ანუ... ის ხომ ამდენ ხანს გელოდებოდა...  |  თქვენი IP:
[sort]
კატეგორია: --- ნანახია: (571) |  კომენტარები: (6) ავტორი: sele-girl  |  20-06-2012, 16:31  |  | გაუზიარე მეგობრებს


უბრალოდ ჩანახატი, ანუ... ის ხომ ამდენ ხანს გელოდებოდა...


ზაფხულის მთვარიანი ღამე იყო, გოგონა იჯდა... ის ჯერაც სულ პატარა იყო 10 წლის და დედას ელოდებოდა.. მას ღია ყავისფერი კულულები ჰქონდა, წარბზემოთ საშუალო ზომის ყავისფერი ხალი, პატარა ცხვირი, ფართო და ლამაზი შავი თვალები და ალუბლისფერი ტუჩები.. 1 წლის რომ იყო ამ თავშესაფარში დატოვეს სხვა გოგონებთან ერთად. გოგონასაც ბევრი მეგობარი არ ჰყავდა, ოთახში მარტო იყო და მთვარესთან დაიწყო საუბარი.
-მთვარევ, მე ვიცი რო ერთ დღეს დედას ვნახავ.. მადლობა, შენ ყოველ ღამე აქ ხარ ხოლმე ჩემთან.. ცოტა შორს, მაგრამ მაინც ახლოს გხედავ. მადლობა რომ ანათებ. ბევრჯერ დავრჩენილვარ საჭმლის გარეშე, წყლის გარეშე, მშიოდა, მწყუროდა და თან მციოდა, მაგრამ შენ გარეშე არასოდეს დავრჩენილვარ. ეჰჰ, რა მეშველება ერთ დღეს რომ ჩამოვარდე. თუმცა იქნებ აქ დავარდე, ჩემთან ფანჯარასთან და უფრო ახლოდან გნახო. ვიცი, ვიცი, რომ დედა დაბრუნდება, ერთ დღესაც იქნება და ვნახავ. ნეტა როგორი იქნება ის დღე? თმებს დავივარცხნი, გავიშლი, ლურჯ კაბას ჩავიცმევ, ხელში ის თოჯინა მეკავება - მისი ერთადერთი საჩუქარი. არ მახსოვს დედა მაგრამ მაინც მინდა მისი ნახვა.
ყოველ ღამე ესე ესაუბრებოდა გოგონა მთვარეს. მთვარეც ცაზე ეკიდა და ჩუმად, გაუნძრევლად უსმენდა.
უსმენდა, მაგრამ გადიოდა წლები, გოგონაც იზრდებოდა, თუმცა დედა ისევ არ მოდიოდა და არ მოდიოდა.
გადიოდა წლები და გაისმოდა ფრაზები:
-მერი-ქეით გამოდი სადილის დროა!
-მერო-ქეით შენ ისევ დღიურს წერ?
-მერი-ქეით გეყოფა მარტო ყოფნა, ცოტა გაისეირნე.
-მერი-ქეით სხვა დროს უფრო ფრთხილად იყავი და ა.შ.
მალე გოგონას 17 წელი შეუსრულდა. ერთი წელიც და საკუთარ ცხოვრებას თვითონ უნდა გაძღოლოდა. 18 წელი შეუსრულდებოდა თუ არა თავშესაფარიდან უნდა წამოსულიყო. მის დაბდების დღემდე კი სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩებოდა. 1 თვეღა დარჩა.
მას ამდენი წლის განმავლობაში არაფერი უკითხავს დედაზე. მაგრამ მოვიდა დრო და მისი ისტორია დააინტერესა. აი სულ ეს იყო რაც თავშესაფრის უფროსისგან მოისმინა:
"დედაშენმა აქ რომ მოგიყვანა სულ პატარა იყავი. თავისი ხელით მოგიყვანა. როგორც ეტყობოდა საკმაოდ ღარიბი იყო, თან ქვრივი. ანნა ერქვა. მამა თურმე ადრე გარდაგეცვალა. დედამ საკმაოდ ცრემლიანმა დაგტოვა. შენ მაშინ ლაპრაკიც არ იცოდი. ძალიან გაუჭირდა შენი დატოვება, მაგრამ მერე კარი გაიხურა და წავიდა."
-სულ ეს არის?
-დიახ.
გავიდა ერთი თვეც. გოგონა უკვე სრულწლოვანი იყო. მერი წამოვდა თავისი ძველი სამყოფელიდან. ახლა სამუშაო უნდა დაეწყო, თან ისეთი რომ თავშესაფარიც ჰქონოდა. ის საკმაოდ ხელმარჯვე იყო, და ლამაზი. თითქმის ყველაფერი ეხერხებოდა: ქსოვა, ქარგვა, ხატვა, ინგლისურად წერა-კითხვა, მზარეულობა, დალაგება და ა.შ. თავიდანვე შეუდგა სამუშაოს ძებნას. დიდხანს არც უძებნია, და იპოვა გაზეთში ნაწერი.: "ვეძებთ ახალგაზრდა გოგონას, გვჭირდება მზარეული, იცხოვრებს ჩვენთან სახლში. მსურველები მოდით მისამართზე: მაკლეჰერსტის ქუჩა, ნომერი 24. "
ისიც ასე მოიქცა. მივიდა მისამართზე და აიყვანეს სამუშაოდ. ხელფასიც ნორმალური ჰქონდა. ბატონებიც კარგი პიროვნებები იყვნენ. მაგრამ ისე როგორც ბავშვობაში უნდოდა დედას ნახვა. უნდოდა მეტი რამ სცოდნოდა მის შესახებ, ახლა სად იყო, ან ცოცხალი იყო თუ არა, ან საერთოდ ვინ იყო.
ღამით თავის ოთახში იჯდა ხოლმე, ხან მთვარეს შეხედავდა, როგორც ძველ მეგობარს, ხან თოჯინას. დიდხანს ცხოვრობდა ამ სახლში, დაახლოებით ასე 3-4 წელი. უკვე 22 წლის გახდა. ძალიან კეთილი იყო და შრომისმოყვარე. კვირაობით ჩვეულებისამებრ სასეირნოდ მიდიოდა ხოლმე. ერთ კვირასაც გავიდა სასეირნოდ მაგრამ სხვა გზით აიღო გეზი.
მიდიოდა და მიღიღინებდა, მერე გაჩუმდებოდა და ხეებს შესცქეროდა. უცებ გზად წაკუზული მათხოვარი დაინახა.
-გოგონა, გოგონა, მშვენიერო გოგონა ხურდა ხომ არ გექნებათ?
მერი-ქეითს მუდამ ეცოდებოდა გაჭირვებული მოხუცები, თუმცა ეს ქალი 50 წლის თუ იქნებოდა. მერი-ქეითმა 50 ცენტიანი ამოიღო და მათხოვარს გაუწოდა. მანაც ამოიხედა და ხურდის გამორთმევა დააპირა, თუმცა შეცბა, თვალებზე ხელი მოიფარა რომ გოოგონას უფრო დაჰკვირვეობდა.
-ახალგაზრდავ, შენ მერი-ქეითი ხომ არ გქვია?
-დი..ახ..... ქალ.. ბატ,..ონო.. თქვენ ანნა არა?? ხალით მიცანი?
-ჰოო... ქეიტზ.. შვილო...
მერის აღტაცებისგან ცრემლები წასკდა თვალებიდან და დედასკენ გადასახვევად გადაიხარა, თუმცა მას მოულოდნელობისგან თუ აღფრთოვნაებისგან გული წაუვიდა და დაეცა.
-დედაა... მიშველეთ... დედა.. გოგონა მუხლებზე დავარდა და აქვითინდა..
20 წლის შემდეგ 10 წლის გოგონა ბებიას საფლავზე დაჩოქილი იჯდა, სულ მარტო, ხელში ვარდი ეკავა და ლუღლუღებდა:
-რატომ წახვედი?? დედა ხომ სულ გელოდებოდა?... მერე გაჩუმდა, მთავრეს ახედა.. მერე თოჯინას დახედა.. და იჯდა ასე დანაღვლიანებული.
ბეჭდვა



#6, ავტორი: Sali_Saluka (22 ივნისი 2012 19:55)

ჯგუფი: member
დარეგისტრირდა: 8.04.2012
E-mail: deiko.daraelia@mail.ru
au dzaan kargi iyo martla momewona. is momenti dzalin momewona rom ijda da mtvares uyurebdakide,rpm gaizarda a samushao daiwyo dzalian kargi iyo love


--------------------
მზეს ვუყურებ შენ გხედავ. ზღვას ვუყურებ შენ გხედავ. სხვას ვუყურებ შენ გხედავ... ცოტა გაიწიე რაა...

#5, ავტორი: ANA.I (20 ივნისი 2012 22:38)

ჯგუფი: member
დარეგისტრირდა: 22.04.2012
E-mail: gogitidze.nana@mail.ru
momewona kai iyo dzaan<3


--------------------
- დედას გიტირებს ჩემზე ფიქრები ))))

#4, ავტორი: elene7 (20 ივნისი 2012 20:17)

ჯგუფი: member
დარეგისტრირდა: 20.06.2012
E-mail: elenexetag@mail.ru
momewooona love

#3, ავტორი: Perfect (20 ივნისი 2012 19:23)

ჯგუფი: member
დარეგისტრირდა: 5.06.2012
E-mail: natashkachelidze@mail.ru
kargiaa :*

#2, ავტორი: sele-girl (20 ივნისი 2012 18:54)

ჯგუფი: member
დარეგისტრირდა: 4.11.2011
E-mail: fefofufer@yahoo.com
salo.........,
raga gavagrdzelo.. damtavrda.. chanaxatia... :(( ise madloba ,,, gamixarda ro mogewona tore komentarebma daaagviana cota da shemeshinda. :DD love

#1, ავტორი: salo......... (20 ივნისი 2012 18:49)

ჯგუფი: member
დარეგისტრირდა: 4.03.2012
E-mail: salome.vashakmadze@mail.ru
momewona dzalian dzalian..gagrdzele malee:)):**
ინფორმაცია
ჯგუფ guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ჩემი ანგარიში:
რეგისტრაცია
პაროლის გახსენება
რეკლამა:








რეკლამა:
meteo.gov.ge
რეკლამა:

რეკლამა:
ხმის მიცემა:


navige Free Page Rank Tool

2010 © All Rights Reserved
Template by Website Creation