ბოლო გამოკითხვების შედეგად გაირკვა, რომ მანდილოსნები წლის მანძილზე დაახლოებით 28 კილოგრამ ტანსაცმელს ყიდულობენ. 1980 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 3 ჯერ არის გაზრდილი. გადავინაცვლოთ ინგლისში. სტატისტიკის მიხედვით ქალი თავისი სიცოცხლის განმავლობაში 133640 ფუნტ სტერლინგს ხარჯავს ჩაცმაში. გამოკითხული ხალხის პასუხების მიხედვით გაირკვა, რომ ყოველ მეორეს გარდერობში აქვს ისეთი ტანსაცმელი, რომელიც არასდროს არ ჩაუცვია და არც აპირებს რომ ჩაიცვას. ლუსი სინგლის ჯგუფის აზრით დღევანდელ დღეს ქალები იმას ნაკლებად უყურებენ, თუ როგორი ხარისხისაა ტანსაცმელია. მთავარია ყოველ დღე რაღაც ახალი ეცვათ. ეს სავსებით ნორმალურია, რადგან ისინი ტელევიზორებში ეგრედ წოდებულ ”სელებრითებს” უყურებენ, რომლებიც ქუჩაში და ხალხის წინაშე ყოველთვის ახალი ტანსაცმლით ჩნდებიან. სტატისტიკის მიხედვით მხოლოდ ევროპაში ყოველ წლიურად 100 მილიარდი დოლარის ტანსაცმელი იყიდება და ეს რიცხვი ყოველწლიურად მატულობს. ბოლო წლების მანძილზე გაირკვა, რომ აქტუალურია ისეთი სამოსის ჩაცმა, რომელიც ჰოლივუდის ვარსკვლავებს აცვიათ. რა თქმა უნდა ზუსტად ის ტანსაცმელი არა, რომელშიც ისინი ათასებს იხდიან, არამედ პატენტები. სწორედ აქედან ირკვევა, რომ მოდაში იაფასიანი ტანსაცმელია.